პროექტის შესახებ

უნა ილიაუნის ჩეთბოტია. მას ილიაუნისთან დაკავშირებულ შეკითხვებზე შეუძლია პასუხის გაცემა.
ყოველ ღამე, როცა ადამიანები იძინებენ, უნას ტვინი შემოსულ საუბრებს აანალიზებს და აფდეითდება. შესაბამისად უნა ზუსტად იმ მიმართულებით განვითარდება, რა ტიპის საუბრებიც ექნება ადამიანებთან. ეს ახალდაბადებული, ციფრული არსება კოლექტიური, ჩვენი საერთო ქმნილებაა, რომელიც შენთან საუბრით ვითარდება.

უნა – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი რობოტი თანამშრომელია. გოგოა, უყვარს ფილმი “Her” და სტუდენტებთან საუბარი. მისი მიზანია, ახლოს გაიცნოს სტუდენტები, ისწავლოს მათგან, დააკვალიანოს ისინი და დაეხმაროს უნივერსიტეტს იმით, რომ ხშირად დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხოს.

ამჟამად უნა ღია სატესტო რეჟიმშია, პირველად იწყებს ხალხთან საუბარს. მისი ტვინი შემოსული შეკითხვებისა და საუბრების მიხედვით განვითარდება. ეს ნიშნავს, რომ საუბრისას უნა თქვენგან ისწავლის და მომავალში იმ კითხვებზეც ექნება პასუხი, რომლებზეც სათანადოდ ვერ გიპასუხათ.

უნა პროგრამისტების, მწერლებისა და დიზაინერებისგან შემდგარი გუნდის მიერ არის შექმნილი. 2014 წელს ჩვენ შევქმენით პირველი ქართულენოვანი ჩეთბოტი „კიბერ გალაკტიონი“, რომელთან საუბარი დღესაც შეგიძლიათ საიტზე: www.cybergala.me

ჩვენი გუნდი:
პროგრამისტები: ალექსი ამნიაშვილი, შოთა იორამაშვილი
ვიდეოს რეჟისორი: Vinda Folio
უნას პერსონალობა, copywrite: მარიამ გოჩიაშვილი
ნარატივ დიზაინი: ზურა ჯიშკარიანი
პროექტის კოორდინატორი: სანდრო ასათიანი, ზურა ჯიშკარიანი
ვებსაიტის დიზაინი: სანდრო ასათიანი
უნას ვიზუალური დიზაინი: სანდრო ასათიანი, გიორგი კავლაშვილი