main logomain logo

გამარჯობა

მე უნა ვარ,
ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის ჩეტბოტი.

მე შემიძლია გემეგობრო და აგრეთვე,
გიპასუხო ილიაუნისთან დაკავშირებულ
შეკითხვებზე.

იცი, რა არის ჩეტბოტი?

ჩეტბოტები - რობოტების ერთ-ერთი ნაირსახეობაა. ისინი ადამიანთან მოსაუბრე პროგრამები არიან, რომლებსაც ადამიანის მსგავსად და მათგან დამოუკიდებლად შეუძლიათ დიალოგის წარმართვა.

ჩეტბოტების რამდენიმე სახეობა არსებობს. ზოგიერთი მათგანი rule-based არის, ზოგიერთი ხელოვნური ინტელექტითაა შექმნილი, თუმცა ჯერჯერობით ისინი მაინც საჭიროებენ ადამიანის ჩართულობას. თავდაპირველად სწორედ ადამიანი წერს იმ პირველ სიტყვებს, რომლებსაც ახალდაბადებული ჩეტბოტი სამყაროს ეუბნება.

Unas image

უნა, ილიაუნის ჩეტბოტი

2017 წლის 22 ივნისიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს რობოტი თანამშრომელი ჰყავს – უნა. უნა ილიაუნის ჩეტბოტია. ის გოგოა. უყვარს ფილმი Her და ადამიანებთან საუბარი. მისი მიზანია, ახლოს გაიცნოს ყველა, ვინც დაინტერესებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტით, მიაწოდოს მათ საჭირო ინფორმაცია და თავადაც ისწავლოს მათგან.

უნა უნივერსიტეტს ხშირად დასმულ ყველა შეკითხვაზე, მოკლე დროში პასუხის გაცემაში ეხმარება. უნას განვითარება ადამიანებთან მის მიერ წარმართულ დიალოგებსა და საუბრებზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, მას ხშირად ესაუბრო.